
იობი 16:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
იობი 16:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:9 კონტექსტში
16:7მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!
16:8ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.
16:9მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
16:10პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემ წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: იობი 16:9
- ფსალმუნები 35:16პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემ წინააღმდეგ.
- გლოვა იერემიასი 2:16ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!
- იობი 13:24რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
- მოციქულთა საქმენი 7:54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
- იობი 19:11თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;
- იობი 18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
- ოსეა 6:1წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
- ფსალმუნები 37:12ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში