
იობი 18:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
იობი 18:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:4 კონტექსტში
18:2როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
18:3რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?
18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
18:5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
18:6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
პარალელური ადგილები: იობი 18:4
- იობი 14:18მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!
- იობი 16:9მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
- იობი 13:14რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
- ესაია 54:10რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
- იობი 40:8გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
- იობი 5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
- ლუკას სახარება 9:39შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.
- მარკოზის სახარება 9:18სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში