
იობი 17:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
იობი 17:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 17:14 კონტექსტში
17:12ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
17:13თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.
17:14საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
17:15სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?
17:16ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.
პარალელური ადგილები: იობი 17:14
- ფსალმუნები 16:10რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
- იობი 24:20დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
- მოციქულთა საქმენი 2:27რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად.
- მოციქულთა საქმენი 2:31ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.
- იობი 30:30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
- ესაია 14:11შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
- კორინთელთა მიმართ ა 15:42ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
- მოციქულთა საქმენი 13:34ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
განაგრძე კითხვა: იობი 17
სრულად წაიკითხე: იობი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში