
იობი 24:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
იობი 24:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:20 კონტექსტში
24:18მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.
24:19გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს;
24:20დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
24:21ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს!
24:22სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია.
პარალელური ადგილები: იობი 24:20
- იგავესნი 10:7კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
- დანიელი 4:14მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოკვეთეთ ეგ ხე, აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები - მის ტოტებს!
- იობი 18:16ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;
- იობი 18:17მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;
- იობი 19:26და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;
- ესაია 26:14მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.
- ეკლესიასტე 8:10კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.
- იობი 17:14საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში