
იობი 18:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
იობი 18:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:12 კონტექსტში
18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
18:11საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;
18:12დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
18:13ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;
18:14ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან;
პარალელური ადგილები: იობი 18:12
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:3ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
- ფსალმუნები 7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- ფსალმუნები 7:14აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- მეფეთა ა 2:36მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმაპური ვჭამო.
- ფსალმუნები 109:10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
- ესაია 8:21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
- იობი 15:23ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში