
იობი 18:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;
იობი 18:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:11 კონტექსტში
18:9ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
18:11საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;
18:12დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
18:13ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;
პარალელური ადგილები: იობი 18:11
- იობი 15:21შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.
- იერემია 6:25ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!
- ლევიანი 26:36დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
- იერემია 49:29წაიღებენ მათ კარვებსა და ცხვარს, დაიტაცებენ მათ კრეტსაბმელებს, ჭურჭლეულს და აქლემებს. თან მიაყვირებენ: შიშია ირგვლივ!
- იობი 20:25შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.
- იერემია 46:5რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 53:5იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში