
იობი 19:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
იობი 19:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:21 კონტექსტში
19:19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
19:20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
19:21შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
19:22რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
19:23ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!
პარალელური ადგილები: იობი 19:21
- იობი 1:11აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
- ფსალმუნები 38:2რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
- იობი 6:14გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
- ებრაელთა მიმართ 13:3გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
- იობი 2:5აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- რომაელთა მიმართ 12:15ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
- კორინთელთა მიმართ ა 12:26ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში