
იობი 19:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
იობი 19:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:20 კონტექსტში
19:18ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ;
19:19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
19:20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
19:21შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
19:22რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
პარალელური ადგილები: იობი 19:20
- ფსალმუნები 102:5ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
- გლოვა იერემიასი 4:8ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.
- იობი 33:19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
- იობი 33:22მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;
- ფსალმუნები 38:3არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
- ფსალმუნები 22:14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
- ფსალმუნები 22:17მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
- გლოვა იერემიასი 5:10თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში