
იობი 19:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!
იობი 19:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:25 კონტექსტში
19:23ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!
19:24რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!
19:25მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!
19:26და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;
19:27მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!
პარალელური ადგილები: იობი 19:25
- ეფესელთა მიმართ 1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
- ესაია 54:5რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული.
- ფსალმუნები 78:35და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
- იგავესნი 23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
- ფსალმუნები 19:14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
- იოანე 5:22რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
- იოანე 5:29და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
- ესაია 59:20მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში