
იობი 20:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.
იობი 20:29 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 20:29 კონტექსტში
20:27ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;
20:28წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.
20:29ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.
პარალელური ადგილები: იობი 20:29
- იობი 27:13ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.
- იობი 31:2რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
- იობი 31:3განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
- იობი 18:21ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
- მათეს სახარება 24:51შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- გლოვა იერემიასი 3:38განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
- ფსალმუნები 11:5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
- ფსალმუნები 11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
განაგრძე კითხვა: იობი 20
სრულად წაიკითხე: იობი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში