
ფსალმუნი 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
ფსალმუნი 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 11:6 კონტექსტში
11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
11:5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
11:7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 11:6
- ეზექიელი 38:22დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
- შესაქმე 19:24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- ეზექიელი 13:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
- ფსალმუნები 75:8რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
- ლუკას სახარება 17:29მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.
- იობი 18:15მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;
- იობი 20:23მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
- იოანე 18:11მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 11
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში