
იობი 21:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.
იობი 21:32 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:32 კონტექსტში
21:30დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
21:31ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
21:32სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.
21:33ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
21:34როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.
პარალელური ადგილები: იობი 21:32
- ლუკას სახარება 16:22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
- ფსალმუნები 49:14ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
- ეზექიელი 32:21ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი.
- ეზექიელი 32:32რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში