
იობი 21:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
იობი 21:33 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:33 კონტექსტში
21:31ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
21:32სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.
21:33ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
21:34როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.
პარალელური ადგილები: იობი 21:33
- ებრაელთა მიმართ 9:27და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,
- იობი 30:23ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;
- იობი 24:24მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან!
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- იობი 3:17ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;
- იობი 3:19იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
- იობი 3:22უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,
- ეკლესიასტე 1:4თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში