
იობი 21:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.
იობი 21:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:6 კონტექსტში
21:4განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო?
21:5შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.
21:6ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.
21:7რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?
21:8მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
პარალელური ადგილები: იობი 21:6
- აბაკუმი 3:16გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.
- გლოვა იერემიასი 3:19გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
- გლოვა იერემიასი 3:20კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- ფსალმუნები 77:3გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
- ფსალმუნები 88:15ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში