
იობი 21:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
იობი 21:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:8 კონტექსტში
21:6ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.
21:7რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?
21:8მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
21:9მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;
21:10მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;
პარალელური ადგილები: იობი 21:8
- იგავესნი 17:6მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
- იობი 5:3მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.
- იობი 5:4შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.
- იობი 20:28წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.
- იობი 20:10მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს;
- ფსალმუნები 17:14იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
- იობი 18:19არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში