
იობი 22:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?
იობი 22:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:4 კონტექსტში
22:2რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.
22:3რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
22:4განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?
22:5განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
22:6რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;
პარალელური ადგილები: იობი 22:4
- იობი 14:3და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?
- ფსალმუნები 143:2რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- ესაია 3:14უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.
- ესაია 3:15რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
- იობი 9:32რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
- იობი 16:21რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.
- ფსალმუნები 76:6შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში