
იობი 22:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
იობი 22:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:3 კონტექსტში
22:1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
22:2რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.
22:3რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
22:4განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?
22:5განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
პარალელური ადგილები: იობი 22:3
- მალაქია 2:17დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?
- იობი 23:10მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.
- იობი 23:12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
- იგავესნი 11:20გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
- ფსალმუნები 119:59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:1ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
- იგავესნი 11:1მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
- ფსალმუნები 147:10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში