
იობი 24:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;
იობი 24:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:10 კონტექსტში
24:8მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან;
24:9მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;
24:10შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;
24:11მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ;
24:12ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას.
პარალელური ადგილები: იობი 24:10
- ამოსი 2:7მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.
- ამოსი 2:8დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.
- მეორე სთვლისაება 24:19თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.
- ამოსი 5:11ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
- ამოსი 5:12რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში