
იობი 28:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
იობი 28:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:15 კონტექსტში
28:13მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.
28:14უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.
28:15არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
28:16არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
28:17ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
პარალელური ადგილები: იობი 28:15
- იგავესნი 16:16სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.
- იგავესნი 8:10მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;
- იგავესნი 8:11რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.
- იგავესნი 3:13ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
- იგავესნი 3:15მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
- იგავესნი 8:19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
- იობი 28:18არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.
- იგავესნი 8:17მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში