
იობი 28:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
იობი 28:17 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:17 კონტექსტში
28:15არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
28:16არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
28:17ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
28:18არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.
28:19ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.
პარალელური ადგილები: იობი 28:17
- გამოცხადება 22:1და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
- გამოცხადება 21:11და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
- იგავესნი 16:16სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.
- ეზექიელი 1:22ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
- გამოცხადება 4:6ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში