
იობი 29:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;
იობი 29:13 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 29:13 კონტექსტში
29:11ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
29:12რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;
29:13დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;
29:14მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;
29:15უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;
პარალელური ადგილები: იობი 29:13
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:16წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:18ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
- იობი 22:9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
- ესაია 27:13ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში.
- ფილიმონეს მიმართ 1:7ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
- იობი 31:19თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,
- იობი 31:20და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
- იგავესნი 31:6მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
განაგრძე კითხვა: იობი 29
სრულად წაიკითხე: იობი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში