
იგავესნი 31:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
იგავესნი 31:6 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 31:6 კონტექსტში
31:4არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
31:5თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.
31:6მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
31:7შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
31:8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:6
- ტიმოთეს მიმართ ა 5:23ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.
- ფსალმუნები 104:15და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
- მეფეთა ა 1:10სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
- იობი 29:13დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;
- მეფეთა ა 30:6უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს.
- იობი 3:20რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში