
იობი 29:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;
იობი 29:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 29:18 კონტექსტში
29:16გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
29:17ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.
29:18მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;
29:19ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.
29:20კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში.
პარალელური ადგილები: იობი 29:18
- ფსალმუნები 30:6და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 30:7შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
- აბდია 1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- იობი 5:26სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.
- იობი 42:16იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.
- იობი 42:17მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.
- შესაქმე 32:12აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!
- ფსალმუნები 91:16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
განაგრძე კითხვა: იობი 29
სრულად წაიკითხე: იობი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში