
იობი 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;
იობი 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 29:9 კონტექსტში
29:7როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს!
29:8დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
29:9მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;
29:10დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;
29:11ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
პარალელური ადგილები: იობი 29:9
- იობი 21:5შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.
- იობი 40:4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
- იგავესნი 30:32თუ შენ შენი ამპარტავნობით სისულელე ჩაიდინე ან თუ ავი განიზრახე, პირზე მიიფარე ხელი.
- იგავესნი 10:19ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- მსაჯულნი 18:19მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?
- იობი 4:2რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?
განაგრძე კითხვა: იობი 29
სრულად წაიკითხე: იობი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში