
იობი 7:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
იობი 7:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:11 კონტექსტში
7:9განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,
7:10აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.
7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
7:12განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?
7:13როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,
პარალელური ადგილები: იობი 7:11
- ფსალმუნები 40:9სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
- იობი 10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
- მეფეთა ა 1:10სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
- ესაია 38:17აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
- იობი 21:25ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
- ესაია 38:15რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
- ლუკას სახარება 22:44ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.
- იობი 6:26როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი.
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში