
იობი 3:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 3:1 კონტექსტში
3:1მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
3:3დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!
პარალელური ადგილები: იობი 3:1
- იერემია 20:14წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
- იერემია 20:15წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)
- ფსალმუნები 106:33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
- ფსალმუნები 39:2დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
- ფსალმუნები 39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
- იობი 35:16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
- იობი 3:3დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!
- იობი 2:5აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
განაგრძე კითხვა: იობი 3
სრულად წაიკითხე: იობი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში