
ფსალმუნი 39:2, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
ფსალმუნი 39:2 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფსალმუნი 39:2
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ენის ცოდვები ყველაზე ხშირი და მსუბუქი ცოდვებია. ვინც თავის სიტყვებში არ ცდება, სრულყოფილია, ამბობს მოციქული იაკობი (3,2). როდესაც მომნანიე ადამიანი ღვთის გზას დაადგება, როდესაც ის ღვთის მცნებების თანახმად იწყებს ცხოვრებას, პირველ რიგში უნდა იბრძოლოს, რომ ენით არ შესცოდოს. ეს იყო წესი, რომელიც მომნანიე დავითმა საკუთარ თავს დაუწესა.”
ფსალმუნი 39:2 კონტექსტში
39:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემ პირდაპირ.
39:2დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
39:4მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 39:2
- მოციქულთა საქმენი 4:20არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.
- ესაია 53:7ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.
- ფსალმუნები 38:13მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
- ფსალმუნები 38:14და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
- იობი 32:19აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
- იობი 32:20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
- მათეს სახარება 7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
- მათეს სახარება 27:12და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 39
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში