
იობი 3:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!
იობი 3:13 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 3:13 კონტექსტში
3:11რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?
3:12რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?
3:13ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!
3:14მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
3:15ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს.
პარალელური ადგილები: იობი 3:13
- იობი 17:13თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.
- იობი 19:27მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!
- იობი 7:21რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.
- იობი 21:23ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
- იობი 14:10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
- იობი 14:12ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.
- იობი 7:8ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!
- იობი 7:10აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.
განაგრძე კითხვა: იობი 3
სრულად წაიკითხე: იობი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში