
იობი 7:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.
იობი 7:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:21 კონტექსტში
7:19როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
7:20თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
7:21რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.
პარალელური ადგილები: იობი 7:21
- დანიელი 12:2მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.
- იობი 10:14როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
- ესაია 64:9მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!
- იოანეს ეპისტოლე ა 1:9თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- გლოვა იერემიასი 5:20სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?
- გლოვა იერემიასი 5:22ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?
- იობი 13:23რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა!
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში