
იობი 30:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;
იობი 30:26 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:26 კონტექსტში
30:24განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?
30:25განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?
30:26ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;
30:27შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;
30:28ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;
პარალელური ადგილები: იობი 30:26
- იერემია 8:15ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!
- იერემია 14:19ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!
- იობი 3:25რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
- იობი 3:26აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
- მიქა 1:12რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
- ესაია 50:10ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.
- ფსალმუნები 97:11შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
- იერემია 15:18ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში