
იობი 30:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;
იობი 30:28 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:28 კონტექსტში
30:26ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;
30:27შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;
30:28ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;
30:29ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;
30:30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
პარალელური ადგილები: იობი 30:28
- ფსალმუნები 43:2რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა?
- ფსალმუნები 42:9ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
- ფსალმუნები 38:6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
- ესაია 53:3საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.
- ესაია 53:4ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.
- გლოვა იერემიასი 3:1მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;
- გლოვა იერემიასი 3:3მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
- იობი 19:7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში