
იობი 30:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;
იობი 30:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:8 კონტექსტში
30:6რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;
30:7ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;
30:8არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;
30:9ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;
30:10ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,
პარალელური ადგილები: იობი 30:8
- იგავესნი 16:22სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
- იგავესნი 1:22როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
- იერემია 7:18შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
- იგავესნი 1:7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
- ესაია 32:6რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.
- მარკოზის სახარება 6:24ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.
- იობი 40:4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
- ნეშტთა შორისა ბ 22:3ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში