
იობი 30:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,
იობი 30:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:10 კონტექსტში
30:8არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;
30:9ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;
30:10ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,
30:11რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.
30:12მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;
პარალელური ადგილები: იობი 30:10
- ესაია 50:6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
- მათეს სახარება 26:67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
- ფსალმუნები 88:8შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
- რიცხვთა 12:14უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს.
- მეორე სთვლისაება 25:9თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.
- მათეს სახარება 27:30და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
- იობი 42:6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
- ზაქარია 11:8ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში