
იობი 31:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
იობი 31:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 31:21 კონტექსტში
31:19თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,
31:20და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
31:21თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
31:22ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
31:23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
პარალელური ადგილები: იობი 31:21
- იობი 22:9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
- იობი 29:12რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;
- იობი 24:9მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;
- მიქა 7:3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
- ეზექიელი 22:7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენ შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
- იგავესნი 23:10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
- იგავესნი 23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
- იერემია 5:28გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.
განაგრძე კითხვა: იობი 31
სრულად წაიკითხე: იობი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში