
იობი 31:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
იობი 31:23 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 31:23 კონტექსტში
31:21თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
31:22ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
31:23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
31:24თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
31:25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
პარალელური ადგილები: იობი 31:23
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- იობი 13:11ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე?
- კორინთელთა მიმართ ბ 5:11და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.
- იობი 40:9იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- იობი 21:20მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
- ესაია 13:6მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან.
- იობი 20:23მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
- შესაქმე 39:9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
განაგრძე კითხვა: იობი 31
სრულად წაიკითხე: იობი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში