
იობი 32:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!
იობი 32:22 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 32:22 კონტექსტში
32:20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
32:21პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები;
32:22რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!
პარალელური ადგილები: იობი 32:22
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:5ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.
- გალატელთა მიმართ 1:10ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.
- იგავესნი 29:5კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ.
- ფსალმუნები 12:2მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
- ფსალმუნები 12:3ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
- იობი 17:5ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.
განაგრძე კითხვა: იობი 32
სრულად წაიკითხე: იობი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში