
ფსალმუნი 12:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
ფსალმუნი 12:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 12:2 კონტექსტში
12:1დავითის საგალობელირვასიმიან საკრავზე, გუნდისლოტბარს.
12:2მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
12:3ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 12:2
- რომაელთა მიმართ 16:18რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
- იერემია 9:8წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.
- ფსალმუნები 41:6და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
- ფსალმუნები 10:7ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
- ფსალმუნები 144:8რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
- ფსალმუნები 5:9რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
- ფსალმუნები 28:3ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
- იაკობის ეპისტოლე 1:8ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 12
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში