
იობი 33:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
იობი 33:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:4 კონტექსტში
33:2აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში.
33:3გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;
33:4ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
33:5თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!
33:6აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.
პარალელური ადგილები: იობი 33:4
- იობი 32:8ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
- შესაქმე 2:7გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
- იობი 27:3ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,
- კორინთელთა მიმართ ა 15:45ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
- იობი 10:12სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.
- ფსალმუნები 33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- რომაელთა მიმართ 8:2რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
- იობი 10:3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში