
იობი 27:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 27:3 კონტექსტში
27:1განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
27:2ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
27:3ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,
27:4თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი,
27:5შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება!
პარალელური ადგილები: იობი 27:3
- შესაქმე 2:7გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
- იობი 33:4ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
- ესაია 2:22ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?
- იობი 32:8ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
- მოციქულთა საქმენი 17:25და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
განაგრძე კითხვა: იობი 27
სრულად წაიკითხე: იობი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში