გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

იუდას ეპისტოლე 1:8, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

იუდას ეპისტოლე 1:8

იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.

იუდას ეპისტოლე 1:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იუდას ეპისტოლე 1:8

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. ბერი ანდრია6 საუკუნე
  3. ეკუმენიოსი6 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
    “მოციქულმა წარმოადგინა ეს მაგალითები და მსმენელს მიანდო დასკვნის გამოტანა. მაშ, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? თუკი ღმერთმა ასე მოიქცა მათთან, მიუხედავად მათი წარსული კეთილი ხვედრისა, ნუთუ ახლანდელ უღმერთოებს იხსნის ის, რომ ძე ღვთისა მოვიდა წუთისოფელში, დაითმინა მათთვის შეურაცხყოფა და ტანჯვა? ვერავინ იტყვის ამას. ვინაიდან, თუმცა კაცთმოყვარეა, ჭეშმარიტებითაც არის სამართლიანი და ჭეშმარიტი სამართლით არ დაინდო შემცოდენი, ხოლო კაცთმოყვარებით შეიყვანა მეძავები და მებაჟეები სასუფეველში (მათ. 21:31). აი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს აქედან, მაგრამ მოციქულმა ეს გამოტოვა, ან იმიტომ, რაც ზემოთ ვთქვით, ან წმინდა პეტრეს მაგალითისამებრ, როდესაც ამბობდა: თუ ღმერთმა არ დაინდო ანგელოზები, რომელთაც შესცოდეს (2 პეტ. 2:4) და ა.შ.”

    მთელი განმარტება

    მოციქულმა წარმოადგინა ეს მაგალითები და მსმენელს მიანდო დასკვნის გამოტანა. მაშ, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? თუკი ღმერთმა ასე მოიქცა მათთან, მიუხედავად მათი წარსული კეთილი ხვედრისა, ნუთუ ახლანდელ უღმერთოებს იხსნის ის, რომ ძე ღვთისა მოვიდა წუთისოფელში, დაითმინა მათთვის შეურაცხყოფა და ტანჯვა? ვერავინ იტყვის ამას. ვინაიდან, თუმცა კაცთმოყვარეა, ჭეშმარიტებითაც არის სამართლიანი და ჭეშმარიტი სამართლით არ დაინდო შემცოდენი, ხოლო კაცთმოყვარებით შეიყვანა მეძავები და მებაჟეები სასუფეველში (მათ. 21:31). აი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს აქედან, მაგრამ მოციქულმა ეს გამოტოვა, ან იმიტომ, რაც ზემოთ ვთქვით, ან წმინდა პეტრეს მაგალითისამებრ, როდესაც ამბობდა: თუ ღმერთმა არ დაინდო ანგელოზები, რომელთაც შესცოდეს (2 პეტ. 2:4) და ა.შ.

    აი, რას ვიტყვით ამაზე. სიტყვები კი: “მეოცნებენი, რომელნი შეაგინებენ ხორცს”, წარმოთქმულია საოცარი თავმდაბლობით. გამოთქმით “მეოცნებენი” მოციქულმა მხოლოდ მიანიშნა საქმის უკიდურესად სამარცხვინო მხარეზე. ნაწილობრივ გამოვააშკარავოთ იგი, რამდენადაც ეს მიზანშეწონილია, წმინდა ეპიფანე კვიპროსელის თხზულებიდან, რომელსაც მან “პანარიონი” უწოდა. იგი ამბობს: ეს მეძავები და გამხრწნელები, სამარცხვინოდ უერთდებიან რა დედაკაცებს, არ უშვებენ თესლს საშოში, არამედ, გარყვნილების დაუსრულებლად. Იღებენ მას ხელში და მაშინვე ათავსებენ იმ დედაკაცების პირში, რომლებთანაც გარყვნილებაში იყვნენ და ამგვარად უწმინდურნი შორდებიან ერთმანეთს და წარმოიდგენენ, რომ რაღაც დიადი ჩაიდინეს. აი, ამ უწმინდურ “მუჭას”, საქმის დაუსრულებლობის გამო, უწოდებს მოციქული “მეოცნებეობას”, ვინაიდან მსგავსი შეგინება ხდება ძილის დროს. ამგვარი საძაგელი შესაწირავით შეაგინებენ რა ხორცს, ისინი კიდევ უგუნურად აღდგებიან ღვთაებრივი ბუნების წინააღმდეგ და უარყოფენ მის ბატონობასა და მბრძანებლობას ყველაფერზე. ამის შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა წმინდა ირინეოს ლიონელმა თავის თხზულებაში “ცრუდ სახელდებული გონების მხილება”.

    სხვაგვარად: მოციქული მოწმობს ერეტიკოსთა გარყვნილებაზე და ამბობს, რომ ისინი ცხოვრებაში უწმინდურნი არიან, ხოლო ცოდნაში მეტად საძაგელნი. ისინი, ამბობს, უარყოფენ მთავრობებს, ესე იგი, უარყოფენ ქრისტეს საიდუმლოს აღსრულებას, უარყოფენ იმიტომ, რომ ანგელოზთა საიდუმლოთა ნაცვლად თავიანთ სიბილწეებს აღასრულებენ. ბოროტად ამბობენ დიდებათ . დიდებაში უნდა ვიგულისხმოთ ბრძენკაცთა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც წარჩინებულ ელინებში თეზისები ეწოდებათ , რომლებშიც ისინი გულისხმობენ ამაღლებულ მოსაზრებებს, რომლებიც ყველასთვის როდია ხელმისაწვდომი, არამედ ფილოსოფიის მცოდნეთათვის. ამის მოწმეა მოციქული პავლე. როდესაც ათენელებმა იგი არეოპაგში მიიყვანეს და მან უქადაგა მათ მოძღვრება ღმერთზე, იგი ცრუმეტყველად ჩათვალეს (საქ. 17:1-34). ამრიგად, როგორც მოციქულთა მოძღვრებას უწოდებდნენ ცრუმეტყველებას, ასევე ზემოთქმულს უწოდებდნენ დიდებას. ამიტომაც, როდესაც ღვთივბოძებულ და ღვთივშთაგონებულ ადამიანებზე საუბრობდა, მოციქულმა იუდამ გამოიყენა სიტყვა “დიდება”, როგორც ჩვეულებრივი და ყველასთვის ცნობილი.

    სხვა ახსნა: “დიდებაში” იგულისხმება, შესაძლოა, ძველი და ახალი აღთქმა. ან: “დიდებაში” იგულისხმება საეკლესიო ხელისუფალნი, რომელთაც ბოროტად მოიხსენიებდნენ, როგორც ამას გვაუწყებს თავის მესამე ეპისტოლეში საყვარელი იოანე (3 ინ. 1:9-10), რომელიც წერს, რომ დიოტრეფე მათ ბოროტი სიტყვებით ლანძღავდა.

  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე
  11. ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იუდას ეპისტოლე 1:8 კონტექსტში

1:6ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

1:7ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.

1:8იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.

1:9მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!

1:10ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.

პარალელური ადგილები: იუდას ეპისტოლე 1:8

განაგრძე კითხვა: იუდას ეპისტოლე 1

სრულად წაიკითხე: იუდას ეპისტოლე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში