
იობი 34:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!
იობი 34:33 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:33 კონტექსტში
34:31რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.
34:32შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.
34:33შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!
34:34გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.
34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
პარალელური ადგილები: იობი 34:33
- ფსალმუნები 135:6ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
- იობი 33:32თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.
- იობი 15:31ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
- იობი 41:11ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
- ებრაელთა მიმართ 11:26ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.
- რომაელთა მიმართ 9:20კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?
- ებრაელთა მიმართ 2:2ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს,
- რომაელთა მიმართ 11:35ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში