
იობი 34:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
იობი 34:35 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:35 კონტექსტში
34:33შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!
34:34გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.
34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
34:36ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
34:37რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენ შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: იობი 34:35
- იობი 35:16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
- იობი 38:2ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
- იობი 15:2ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
- იობი 13:2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
- იობი 42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში