
იობი 36:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.
იობი 36:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:24 კონტექსტში
36:22აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
36:23ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?
36:24გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.
36:25მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.
36:26აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.
პარალელური ადგილები: იობი 36:24
- გამოცხადება 15:3და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
- ლუკას სახარება 1:46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
- ფსალმუნები 145:10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
- ფსალმუნები 145:12რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
- ფსალმუნები 72:18კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
- ფსალმუნები 111:8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
- ფსალმუნები 138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
- დანიელი 4:3რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში