
ფსალმუნი 145:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
ფსალმუნი 145:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 145:10 კონტექსტში
145:8გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
145:9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
145:10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
145:11შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
145:12რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 145:10
- ფსალმუნები 19:1გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
- ფსალმუნები 103:22ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- ფსალმუნები 30:4უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
- ფსალმუნები 104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
- ფსალმუნები 32:11იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
- ფსალმუნები 98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 145
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 145 · გახსენი ბიბლიის მკითხველში