
იობი 37:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
იობი 37:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 37:9 კონტექსტში
37:7ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;
37:8მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;
37:9სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
პარალელური ადგილები: იობი 37:9
- იობი 9:9მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,
- ფსალმუნები 104:3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
- ესაია 21:1ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.
- იობი 38:1მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
- ზაქარია 9:14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
განაგრძე კითხვა: იობი 37
სრულად წაიკითხე: იობი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში