
იობი 37:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
იობი 37:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 37:10 კონტექსტში
37:8მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;
37:9სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
37:11წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;
37:12ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე;
პარალელური ადგილები: იობი 37:10
- იობი 38:29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
- იობი 38:30როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?
- ფსალმუნები 147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
- ფსალმუნები 147:18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
- ფსალმუნები 78:47სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
განაგრძე კითხვა: იობი 37
სრულად წაიკითხე: იობი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში