
იობი 38:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?
იობი 38:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:7 კონტექსტში
38:5ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?
38:6რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
38:7როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?
პარალელური ადგილები: იობი 38:7
- გამოცხადება 5:11ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
- იობი 1:6ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის.
- გამოცხადება 22:16მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.
- ეზრა 3:11უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება- დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.
- ეზრა 3:12ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.
- იობი 2:1ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად.
- ფსალმუნები 104:4რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
- გამოცხადება 2:28და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში