
იობი 38:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
იობი 38:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:6 კონტექსტში
38:4სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
38:5ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?
38:6რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
38:7როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?
პარალელური ადგილები: იობი 38:6
- იობი 26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
- ფსალმუნები 104:5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:5რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.
- ესაია 28:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
- ზაქარია 12:1განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.
- ფსალმუნები 93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
- ფსალმუნები 118:22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
- ფსალმუნები 144:12რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში