
იობი 39:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
იობი 39:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:12 კონტექსტში
39:10ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?
39:11თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?
39:12თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
39:13ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?
39:14რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ;
პარალელური ადგილები: იობი 39:12
- ამოსი 2:13აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს.
- მათეს სახარება 3:2და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
- ნეემია 13:15იმ ხანად შევნიშნე, რომ იუდაში შაბათობით საწნახლებში ღვინოს წურავენ, ძნებს ზიდავენ, სახედრებს ჰკიდებენ ღვინოს, ყურძენს, ლეღვს, ყველანაირ საპალნეს, და შაბათ დღეს იერუსალიმში მიაქვთ. მე გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა საჭმელ-სასმელს ყიდდნენ.
- ანგეა 2:19თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.
- იგავესნი 3:16მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
- მათეს სახარება 13:30აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში