
იობი 39:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?
იობი 39:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 39:10 კონტექსტში
39:8მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
39:9თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს?
39:10ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?
39:11თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?
39:12თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
პარალელური ადგილები: იობი 39:10
- იობი 39:7ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
- ოსეა 10:10ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო.
- ოსეა 10:11გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.
- მიქა 1:13შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
- ფსალმუნები 129:3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
- იობი 39:5ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
- იობი 1:14მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;
- იობი 41:5თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?
განაგრძე კითხვა: იობი 39
სრულად წაიკითხე: იობი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში